Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

წინანდლის პრემია

2024 წლის წინანდლის პრემია სანუნებისმეტყველო მეცნიერებებში მიენიჭათ ელენე კაცაძესა და ნინო რევაზაშვილს ნაშრომისათვის „Jet formation model from accretion discs of electron-ion photon gas“ („ჯეტის ფორმირების მოდელი აკრეციული დისკიდან ელექტრონ - იონურ- ფოტონური გაზით“), რომელიც გამოქვეყნებულია ჟურნალში - Journal of High Energy Astrophysics (V.43 pp 20-30, 2024,  ავტორები: ელენე კაცაძე, ნინო რევაზაშვილი , ნანა შათაშვილი).  აღსანიშნავია რომ ეს ნაშრომი ასევე წარდგენილი იყო „ICTP Fusion Energy School“-ზე (Trieste, Italy, 2024) პოსტერის სახით და გაიმარჯვა, როგორც საუკეთესო პოსტერმა.

ნინო რევაზაშვილი და ელენე კაცაძე თსუს ზსმფ, ფიზიკის კურსდამთავრებულები არიან (ბაკალავრიატი მაგისტრატურა). ორივე საფეხურზე კვლევითი ნაშრომი განახორციელეს ასტროფიზიკის კათედრის გამგის პროფესორ ნანა შათაშვილის ხელმძღვანელობით. ელენე კაცაძე ამჟამად სწავლას აგრძელებს დოქტორანტურაში, როჩესტრეის უნივერსიტეტში (აშშ), ნინო რევაზაშვილი კი თსუს ფიზიკის დოქტორანტი და ობსერვატორიული ლაბორატორიული სამუშაოების გამგეა. აგრეთვე, აღსანიშნავია,  რომ 2023 წლის წინანდლის პრემია საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში მიენიჭა ქეთევან კოტორაშვილს რომელიც აგრეთვე თსუს კურსდამთავრებულია და ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის კვლევითი ნაშრომები მანაც პროფესორ ნანა შათაშვილის ხელმძღვანელობით განახორციელა.

თარიღი: 12/12/2024